weather cur horoscope tv
მაისი 08, 2021

„ქართული ოცნება“ დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების პროექტს ხელს მოაწერს

17:57 პარასკევი, 16 აპრილი 2021 hits 101

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დროს შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დააფიქსირდა დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა, თუმცა დღემდე ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების მიერ დამატებით გამართული კონსულტაციების დასრულებას ელოდებოდნენ.  

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მოავლინა სპეციალური წარმომადგენელი და პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ჩანაცვლდა მედიაციით, რომლის არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ მედიატორს პარტიებისთვის თავისი პასუხისმგებლობით უნდა შეეთავაზებინა სამართლიანი შეთანხმების პროექტი, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს. მედიატორმა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების აქტიური ჩართულობით აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა და პარტიებს ხელმოსაწერად წარუდგინა კიდეც ევროკავშირის სახელით.

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში არ შევიდა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც „საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა“.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ამ თემაზე:

რა შესთავაზა ევროკავშირის მედიატორმა დანიელსონმა პარტიებს – სრული ტექსტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]