weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ირაკლი ღარიბაშვილმა 63 მუნიციპალიტეტის მასშტაბური განახლების პროგრამა დააანონსა

11:41 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 63-ვე მუნიციპალიტეტში მასშტაბური რეაბილიტაციისა და განახლების პროგრამის განხორციელება დააანონსა. მისი თქმით, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაში გამოცხადდება, სამუშაოები კი სავარაუდოდ ივნისიდან დაიწყება.

„ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტებისა და ურბანული დასახლებები განახლებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება. პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ასევე, მუნიციპალიტეტები განახორციელებენ. ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით დაფინანსდება.

„პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება რეგიონების მოსახლეობა. პროგრამაში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]