weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს

17:21 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა.

კენჭისყრამდე კახა კუჭავამ დეპუტატებს სიტყვით მიმართა და დაპირდა, რომ დაიცავს ბალანსს და ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში. მისივე თქმით, აუცილებელია, საზოგადოების ნდობა პარლამენტის საქმიანობის მიმართ გაიზარდოს.

„მჯერა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, რომ დროა, გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, კომპრომისებისა და დათმობის გზით, რისკენაც მოგვიწოდებს საზოგადოება, ჩვენი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ვინც ძალიან დიდი ენერგია ჩადო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად. ეს უპრეცედენტო ძალისხმევა, რომელიც გასწიეს ევროკავშირმა და ამერიკამ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ნამდვილად დასაფასებელია. მე მჯერა, რომ მაქსიმალურად გავამართლებთ ამ მოლოდინს, რომელიც საქართველოს, როგორც დემოკრატიისადმი ერთგული ქვეყნის მიმართ არსებობს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან  –„მოახერხებენ და დაძლევენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს, პატივს სცემენ ამომრჩეველს და პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კუჭავა მას შემდეგ წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად, რაც 24 აპრილს არჩილ თალაკვაძე გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]