weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

11:40 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დანიშნა. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. გუბერნატორის თანამდებობაზე მან პაპუნა მარგველიძე შეცვალა.

არჩილ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი;  1993-1996 წლებში მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში საწარმოთა დაბეგვრის განყოფილების ინსპექტორად; 1996-1998 წლებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატაში მთავარ ინსპექტორად; 1998-2001 წლებში იყო იმერეთისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს უფროსი; 2001-2003 წლებში ბიუროს უფროსის მოადგილე; 2003-2004 წლებში მუშაობდა პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში რწმუნებულის მოადგილედ. 2008 წელს იყო შპს „ხვანჭკარა პრემიუმის“ დირექტორი; 2010 წლიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 2014 წლამდე, ვიდრე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]