weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

საქართველოში გიჟური მხარდაჭერა მაქვს – სააკაშვილი

17:19 სამშაბათი, 04 მაისი 2021 hits 131

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში გიჟური მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს თქვა, როდესაც ჰკითხეს - მზად არის თუ არა იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა ისევე მოექცევა, როგორც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რუსეთში მოექცნენ.

„დიახ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია და მე უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის, რეალურად, გმირად მივიჩნევ, მაგრამ ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, ბუნებრივია, რიგი მიზეზების გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვა თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ის სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის, მე მახსოვს მისგან არასასიამოვნო რაღაცები, საერთო ჯამში, ის გმირობის, წინააღმდეგობის სიმბოლოა. ასეთი ადამიანები მსოფლიოში ცოტა არიან და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებისას, მიხეილ სააკშვილმა აღნიშნა, რომ წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში წელს ყველა შემთხვევაში შეიცვლება ხელისუფლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. მიღწეულია შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორს არის, მაგრამ ის ხსნის ამ წლის შემოდგომაზე რეფერენდუმის საკითხს – პრაქტიკულად ხელისუფლების შეცვლის საკითხს. ამიტომ მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე ვივლით და არ ვაპირებთ, ქვეყნის განადგურების შესაძლებლობა მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რაც შემოდგომაზეა დაგეგმილი, აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და პროცესების უშუალო მონაწილე იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]