weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ენმ-მ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

09:29 ორშაბათი, 31 მაისი 2021 hits 121

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ბრძოლას გაუმართავენ ყველგან, მათ შორის, პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

„ბოლომდე ბრძოლაში, თავდადებით, მტკიცედ, ცოდნით და შესაბამისი უნარებით ჩვენ შევალთ და გამარჯვებულები გამოვალთ ქართველ ხალხთან ერთად იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ მიტაცებული საქართველო.

ძვირფასო მეგობრებო, ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან – იქნება ეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები. სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში – ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს“, – განაცხადა მელიამ.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანმხების დოკუმენტს, რადგან ამნისტია პარტიისთვის მიუღებელია.

„არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმოწერას ვერ დავსვამთ ამ დოკუმენტზე, თუმცა სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით და ვიბრძოლებთ, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ახლა აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 36 მანდატი მოიპოვა. სამ მანდატი უკვე გამოყენებულია ხათუნა სამნიძის, გრიგოლ ვაშაძისა და სალომე სამადაშვილის მიერ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში შევლენ: ბუბა კიკაბიძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, ზალიკო უდუმაშვილი, რომან გოცირიძე, თემურ ჯანაშია, ნატო ჩხეიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, აბდულა ისმაილოვი, ცეზარი ჩოჩელი, თამარ კორძაია, სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, დავით ხაჯიშვილი, დილარ ხაბულიანი, თინა ბოკუჩავა, როსტომ ჩხეიძე, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, მანუჩარ კვირკველია, ნიკა მაჭუტაძე, აკაკი მინაშვილი, ნონა მამულაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ლევან ხაბეიშვილი, ანა წითლიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]