weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 3 დღით დაკეტა

17:05 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი სამი დღით დაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ შაბანოვმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის პუნქტები დღეიდან 27 აგვისტოს დილამდე დახურული იქნება“, - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში 26 აგვისტოს რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების მე-9 წლისთავს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ცხინვალში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 26 აგვისტო სახელმწიფო დღესასწაულად არის გამოცხადებული და უქმე დღეა.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, ისევე როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]