weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არჩევნებზე არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით – ღარიბაშვილი

16:12 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებს გავალთ ძალიან ძლიერად. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით. ეს გადაეცით ყველას. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ეს არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

 

ამ თემაზე:

არ მგონია, რომ ოქტომბერში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას – წულუკიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]