weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა

09:46 პარასკევი, 11 ივნისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. საქართველო წარდგენილი სარჩელით ითხოვს, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დადგინდეს.

ქართული მხარის მტკიცებით, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა და ის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.

აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

აღნიშნულ საჩივარზე წარმოება დროებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე (ე.წ. ომის საქმე) გადაწყვეტილების მიღებამდე იყო შეჩერებული. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. სასამართლოს დიდმა პალატა 17 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]