weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პარლამენტმა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

10:50 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, 22-ის წინააღმდეგ მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონი 2022 წლიდან ამოქმედდება.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტს აგრძელებს და მიღებულ ერთ მანდატზე უარს ამბობს „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. თუ პარტიას ეს მანდატი კანონის ამოქმედების პერიოდისთვის გამოყენებული არ ექნება, ბიუჯეტიდან დაფინანსებას – თვეში დაახლოებით 24 ათას ლარს – ვეღარ მიიღებს.

„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება ფაქტობრივად მისი პარტიის აკრძალვას ნიშნავს და მათ წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო აქტია.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]