weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2024

ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

14:16 შაბათი, 26 ივნისი 2021

ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – ალექსანდრ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ისაუბრა თავისუფლად გადაადგილების პრობლემაზე, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს, ასევე, ე.წ. ბორდერიზაციის ისეთ ნიშნებზე როგორებიცაა მავთულის ღობეები ან სათვალთვალო პუნქტები. დისკუსიისას ხაზი გაესვა იმას, რომ COVID-19-ის პანდემიამ მოსახლეობის ყოველდღიური გამოწვევები კიდევ უფრო გაართულა.

ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის დავალებით, საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც იმყოფებოდნენ. 

„ვიზიტი აჩვენებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან, ისე მათ შორის თანამშრომლობას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ჩათვლით“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]