weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ბოლო თვეში ტურისტებში კორონავირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა – გამყრელიძე

15:00 სამშაბათი, 29 ივნისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში საქართველოში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტების მიერ ინფექციის შემოტანის და შემდეგ მათი იზოლირების 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. გაზრდილი მობილობა ერთ-ერთი რიკ-ფაქტორია შემთხვევების ზრდის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თუ არ ჩავთვლით კორონავირუსით ინფიცირების დღევანდელ მაღალ მაჩვენებელს, მთელი ივნისის განმავლობაში ეპიდსიტუაცია თითქმის ერთ დონეზეა.

„დღევანდელ მაჩვენებელს სამშაბათის სინდრომს ვეძახით, რადგან შაბათ-კვირას შედარებით მცირეა მიმართვიანობა და ადამიანები გამოკვლევებზე ორშაბათს მიდიან. ამიტომ სამშაბათ დილას ახალი შემთხვევების შედარებით მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ხოლმე, რაც კვირის განმავლობაში ქვემოთ მოდის. ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ, როგორც 100 000 მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებლის, ისე დადებითობის მაჩვენებლით თითქმის ერთ დონეზე ვმერყეობთ, არც იზრდება და არც მცირდება. აქედან გამომდინარე, სიფრთხილე აუცილებელია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეს, 29 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 749 თბილისში დაფიქსირდა. დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]