weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

18:08 პარასკევი, 09 ივლისი 2021

დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ მხარს არ დაუჭერს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს – გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს.

„ისინი წლების განმავლობაში არიან ცესკოს თანამშრომლები და თამარ ჟვანიას, ანუ „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები, ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. გიორგი კალანდარიშვილი პრესსპიკერის ფუნქციას ასრულებდა და ახმოვანებდა გაყალბების პოლიტიკას, ხოლო გიორგი სანტურიანი, როგორც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „აპრავებდა“ იმ გაყალბებას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებდა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მინაშვილის თქმით, გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა ჰქონდათ.

საკონკურსო კომისიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია. ორივე მათგანი ცესკოს მოქმედი თანამშრომელია და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, კანდიდატურებს კენჭისყრისთვის პარლამენტს წარუდგენს, ხოლო თუ პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.

თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

 

ამ თემაზე:

„ოცნება“ არასამთავრობოებს ცესკოს თავმჯდომარის კონკურსის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]