weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას – ღარიბაშვილი

10:43 შაბათი, 24 ივლისი 2021

„ქალბატონო ელჩო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის“, – მიმართა ელჩ კელი დეგნანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა ჩამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახლა აქტიურად უნდა დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი.

„ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის - „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის.

ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის“ კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო.

კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. „ფაიზერით“ იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - Booking.moh.gov.ge წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]