weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბიძინა ივანიშვილი იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში – კობახიძე

10:59 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

ჩვენ მოვახერხეთ ამ პირველი სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა“, განაცხადა „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი მოჭდრაკე იყო და მის სვლებს აკვირდებოდნენ, თუმცა „მხოლოდ დაკვირვება და მეცადინეობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გროსმაისტერი გახდე“.

„რამდენჯერმე ვთქვი და ისევ ვიტყვი, რომ ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, მინიმუმ 7-8 სვლა ჰქონდა გათვლილი, რაც საკმაოდ რთული რამ არის. როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს. ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, როდესაც ჩვენ მოგვიწია ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც დაკავშირებული იყო მელიას დაკავებასთან. ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ პირველი სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა. ისეთი გუნდი, სადაც უზრუნველყოფილია ინტერესების სწორი გატარება. ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის რესურსი, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, „ქართულ ოცნებაში“ გუნდურობით უნდა ჩანაცვლდეს.

ივანიშვილმა პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიმდინარე წლის 11 იანვარს განაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]