weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი – სამადაშვილი შეთანხმების გაუქმებაზე

15:14 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021 hits 110

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ 19 პარილის შეთანხმების გაუქმება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სამადაშვილს მიაჩნია, ამ გადაწყვეტილებისთვის ქართულ ოცნებას საბაბი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მისცა.

„მე უკვე ვთქვი, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ გეგმა, რომ ამ დოკუმენტის, შეთანხმების ჩაშლა მომხადრიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს და ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ – ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ“, – განაცხადა სამადაშვილმა, რომელიც თავადაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური პროცესი იწყება.

„ჩვენ ხელი სწორედ იმიტომ მოვაწერეთ ამ შეთანხმებას, რომ ის იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, იყო გზა, რომლითაც ქვეყანაში უზრუნველვყოფდით ვადამდელ არჩევნებს და ამ ავტოკრატიული რეჟიმის შეცვლას კოალიციური, მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მისი ხელმომწერი მხარეებიდან მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია.

დღეს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება ანულირებულია. როგორც მან განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. 

„რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს, უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტური კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს“, – განაცხადა კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]