weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ნათელაშვილმა თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

16:00 შაბათი, 07 აგვისტო 2021

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი იქნება. ისინი პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს წარადგინა.

„ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების თარიღია, მაგრამ ჩვენ მოთქმა-გოდების დრო არ გვაქვს. წინ გველოება დიდი ბრძოლები შიდა საოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის რეჟიმის წინააღმდეგ.

ფრონტის წინა ხაზზე „ლეიბორისტული პარტიიდან“ ვუშვებთ: თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდულის და ევროპული ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერს, ამ თაობის უნიჭიერეს წარმომადგენელ ახალგაზრდას, მიხეილ ქუმსიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოსა და თბილისზე ფიცვერცხლნაჭამს, მოღვაწეს, ცნობილ პოლიტიკოსს, მებრძოლს, ეკოლოგს, ყველასთვის საყვარელ ლაშა ჩხარტიშვილს“, – განაცხადა ნათელაშვილომა ბრიფინგზე.

მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება ცვლილებები, რაც ტრადიციულად, ყოველთვის თბილისიდან იწყებოდა.

„ახლაც გვაქვს მშვენიერი შანსი, რომ ახალ ადამიანებს, ახალ სახეებს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში და ჩვენ ვთქვათ ჩვენი სიტყვა. მომავალი ორი თვის განმავლობაში, როგორც მერობის კანდიდატი, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ უკეთ გაგაცნით ჩემი ხედვები და დაგარწმუნოთ იმაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის და „ლეიბორისტული პარტიისთვის“ მიცემული ხმა იქნება მომავალი წარმატებების ერთადერთი გარანტი“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, მისი განცხადებით, პირველად თბილისის ისტორიაში, მერობის კანდიდატად ეკოლოგი და გარემოსდამცველია წარდგენილი. მან გარემოს და ჰაერის დაბინძურების, ასევე უკანონო მშენებლობების პრობლემას გაუსვა ხაზი და ამომრჩევლებს მიმართა:

„ამ მიმართულებითაც, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, სოციალური კუთხითაც და კარგი წარსულის თვალსაზრისითაც დღეის მდგომარეობით წარმოდგენილ პარტიათა შორის სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ოპოზიციური პარტიებმა – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და მოძრაობა „დროამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინეს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად – ელენე ხოშტარია. „ქართული ოცნებიდან“ არჩევნებში მონაწილეობას დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]