weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ოპოზიციის ნაწილმა თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა

16:12 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინა.

საერთო კანდიდატებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდნენ. მათი კანდიდატები არიან:

  • ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო“)
  • ისანი – ბესო დონაძე („ევროპული საქართველო“)
  • სამგორი – დათო ჟღენტი („ევროპული საქართველო“)
  • მთაწმინდა – თენგო კირთაძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
  • საბურთალო – ბორის ყურუა („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
  • დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
  • ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
  • ვაკე – ბათუ ქუთელია („დროა“)
  • კრწანისი – თამაზ ახობაძე („დროა“)
  • გლდანი – ელენე ხოშტარია („დროა“)

„დარწმუნებული ვარ, რომ არ დავზოგავთ თავს, არ დავიშურებთ ენერგიას, არცერთ საათს არ დავკარგავთ იმისთვის, რომ რეჟიმი, რომელსაც სამართლიანად ვუწოდებთ ოლიგარქიულს, წელს დავამარცხოთ და ამით ქვეყანას განვითარების შანსი მოვუპოვოთ. მინდა განსაკუთარებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მივმართო - ახლა არ არის იმის დრო, ვის ვინ მოსწოდა, ვინ ვის განცხადებას მოიწონებს. ეს არის საერთო ბრძოლა. თუკი ეს რეფერენდუმია, ყველა ვართ ერთი. გადავდოთ პოლიტიკური პრეფერენციები და ვცეთ პატივი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეწინააღმდეგება და შედის ბრძოლაში ოლიგარქიულ რეჟიმთან“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ.

აღნიშნულ ოთხ ოპოზიციურ პარტიას თბილისის მერობის კანდიდატად მელია ჰყავს წარდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატად – ცოტნე კობერიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]