weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

პრემიერი - ვინც სტიქიასთან ბრძოლაში იყო ჩართული, წახალისება ეკუთვნის

11:39 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 hits 1311

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხომაზე ფინანსთა მინისტრს დაავალა, უმოკლეს დროში პრემიები მისცენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

„ბორჯომის ხეობაში საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით ჩაქრა. ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, სახელმწიფო და კერძო უწყებების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. 3 ათასზე მეტი ადამიანი იყო ველზე ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში. ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით. ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისგან. ასეთი გამოწვევის დროს შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო. პირველ რიგში, მინდა, ფინანსთა მინისტრს დავავალო, რომ პრემირების საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდეს. ვინც იყო ამ სტიქიაში ჩართული ნამდვილად ეკუთვნით წახალისება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა 27 აგვისტოს მოხერხდა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დამწვარი ტერიტორიის ფართობი ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, 200 ჰექტრამდე ტყეა დამწვარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]