weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალციხეში გახარიას პარტიის კოორდინატორის დედა და დეიდა სამსახურიდან გაუშვეს

12:04 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედა და დეიდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. თათოშვილის დედა მარინე აბულაძე ახალციხის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში იურისტად მუშაობდა. დეიდა თამარ აბულაძე კი ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. ლევან თათოშვილის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე დედაც და დეიდაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა დაიბარა და განცხადებების დაწერა მოსთხოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის მარინე მერაბიშვილის ბრძანება, რომლითაც მან მარინე აბულაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა, 2021 წლის 25 აგვისტოთია დათარიღებული. საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ბრძანებაში შრომის კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებს უთითებს, თუმცა არ აღნიშნავს, კონკრეტულად რა გახდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. არც მერაბიშვილი და არც მისი მოადგილე ნანა ბერიძე განმარტებებს არ აკეთებენ.

რატომ გაათავისუფლეს თამარ აბულაძე აპარატის უფროსის თანამდებობიდან, არ განმარტეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მედიას დაემალა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილიც.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით და აქტიურად იყენებს მთელ სახელმწიფო მანქანას: „მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს უკანონო მოქმედებები და მინდა, სამართალდამცავი ორგანოების გასაგონად ვთქვა, ეს ყველაფერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სამართლებრივ სახელმწიფოში ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს. ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]