„ერთი საათის წინ დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა, დედა მიტაცებენ, ცუდ მდგომარეობაში ვარ და იქნებ რამე მიშველოო. გამეთიშა ტელეფონო. ვრეკავ და ბავშვი არსადაა“, – ამბობს ნინო გალახვარიძე.
მისივე თქმით, მის შვილზე ზეწოლას თანასოფლელები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ახდენდნენ: „19 აგვისტოს სახლთან მოაკითხეს ჩემს შვილს, ანერვიულებული შემოვიდა. ჩვენი თანასოფლელები იყვნენ, „ქართული ოცნების“ ხალხი, რომელთაც არ ვიცი, რა ზეწოლა მოახდინეს ჩემს შვილზე“.
ნინო გალახვარიძემ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.