weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს – ვაშაძე

10:02 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

„ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ პრეზენტაციაზე.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ ოფიციალურად წარადგინა. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის გარდა „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატებიც“ უერთდებიან.

„გიორგი ვაშაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, სადაც, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ქართველებს არც ეროვნული შეთანხმება გვაქვს, არც კონსენსუსი და არც ერთად მუშაობის სურვილი. სამწუხაროდ, სადაც დემოკრატია დემაგოგიით არის ჩანაცვლებული, დიალოგის მაგივრად გვაქვს პირადი შეურაცხყოფების და ერთმანეთის რეპუტაციის განხილვის ტალღა, ერი მოსახლეობით არის ჩანაცვლებული, ერთობა კიდევ ცენტრალიზაციით. ამ დროს არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რა ხდება ჩვენ გარშემო. საითაც გავიხედავთ, აბსოლუტურად ყველგან, ჩვენ გარშემო, რეგიონში, რეგიონის გარეთ არის ომი. უკრაინაში ომია, სამხრეთ კავკასიაში ომია, ჩვენ ორ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია, სირიაში ომია, ავღანეთშიც ომია. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეგონოს, ეს ჩვენ არ შეგვეხება.

მივაღწიეთ იმას, რომ 30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური, ფუნქციონირებადი, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია, მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ მოკავშირეებს იმედგაცრუება ჯერ გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება სრულ პესიმიზმში.

ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისთვის, რათა ჩვენ მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, დავრჩებით მარტო და ვინ მოიგებს ამით, მშვენივრად გესმით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან ამომრჩევლებს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა: „ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ კარგად გათვალეთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ იმ სიტუაციაში და იმ ჯადოსნურ წრეში რაზეც დავდივართ 30 წელი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

„მესამე ძალის“ წევრები, რომლებიც გიორგი ვაშაძემ პრეზენტაციაზე წარადგინა და რომლებმაც, მისი თქმით, „მესამე ძალის“ ფორმირებაზე აიღეს პასუხისმგებლობა, ასევე არიან: ხათუნა სამნიძე, თამარ კეკენაძე, რეზო კემულარია, ვახტანგ იაშვილი, ოთარ ბაღათურია, პაატა ჩიქოვანი, სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, დავით ცეკვავა, თეონა ჭალიძე და ნანა ტოკვაძე. „მესამე ძალის“ საარჩევნო ნომერი იქნება 1. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]