weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გიორგი გახარიამ 41 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

10:03 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021
ფოტოზე - გიგა ორკოდაშვილი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოგუაძე ფოტოზე - გიგა ორკოდაშვილი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოგუაძე

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 41 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც გახარიამ განაცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები.

„ეს არის ცვლილებების არჩევნები, რომელზეც თქვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და უნდა ვთქვათ, რომ ყველა, ვინც გადაეღობება საქართველოს წინსვლას, ყველა, ვინც ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას, საქართველოს წარმატებული, ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს შექმნას, უნდა გავწიოთ გვერდზე, ყველას უნდა მოვთხოვოთ პასუხი და თუ საჭირო იქნა, ყველა უნდა დავსაჯოთ იმისთვის, რომ სამართლიანობის შეგრძნება საქართველოს თოთოეულ მოქალაქეში გაჩნდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლიანი, დემოკრატიული წესრიგი არის ერთადერთი გარემო, რომელშიც შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ ქვეყნის და ოჯახების წინსვლისთვის, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის“, – მიმართა გახარიამ მერობის კანდიდატებს.

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატები არიან:

კახეთი

თელავი – გიგა ორკოდაშვილი

ყვარელი – გიორგი გიგილოშვილი

ქვემო ქართლი

რუსთავი – ბექა ლილუაშვილი

იმერეთი

ქუთაისი – გიორგი გოგუაძე

ხარაგაული – ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი 

ზესტაფონი – ლაშა ცხადაძე 

ბაღდათი – ლადო ვარძიელი 

ჭიათურა – უსუპ (უტა) ბიწაძე

ტყიბული – სანდრო სახვაძე

წყალტუბო – რუსუდან სილაგაძე

აჭარა

ბათუმი – ირაკლი მიქელაძე

ქედა – ელგუჯა ნაკაშიძე

ქობულეთი – ირაკლი ბერიძე

შუახევი – შალვა გოგიტიძე

ხელვაჩაური – ჯუმბერ ბერიძე

ხულოს  – გია აბულაძე

გურია

ოზურგეთი – გია ცეცხლაძე 

ლანჩხუთი – ელგუჯა კალანდარიშვილი 

ჩოხატაური – პაატა ბერიშვილი

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა – ანა ბუჩუკური

თიანეთი – თამაზ იარაჯული

დუშეთი – თენგიზ ჟამუტაშვილი

ყაზბეგი – გიორგი გომიაშვილი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ამბროლაური – ფარნაოზ ბაკურაძე

ონი – იმედა მეშვილდიშვილი

ცაგერი – ბესარიონ ბენდელიანი 

ლენტეხი – ჯამლათ გვიდიანი

სამეგრელო და ზემო სვანეთი

ზუგდიდი – გეგა შენგელია

აბაშა – ავთანდილ ბოკუჩავა

სენაკი – გიორგი სიჭინავა

მარტვილი – ლაშა ლეკიშვილი

ხობი – ბადრი ჯობავა

წალენჯიხა – ხვიჩა მებონია

ჩხოროწყუ – შენგელი ჯიქია

ფოთი – გიორგი აბსარიძე

მესტია – მალხაზ უდესიანი

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე – გიორგი არველაძე

შიდა ქართლი

გორი – კონსტანტინე ანანიაშვილი

ქარელი – ვახტანგ გოგიჩაშვილი 

კასპი – გიორგი ბესტავაშვილი

ხაშური – ზვიად ტეფნაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]