weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ვალერი გელაშვილმა ხაშურში კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა

13:31 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერად იყრიდა კენჭს, საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილია.

გელაშვილმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, Facebook-ში გაავრცელა.

„ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს. თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს“, – აცხადებს ვალერი გელაშვილი, რომელიც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილების შესახებ ინფორმაცია ვალერი გელაშვილმა 20 აგვისტოს გაავრცელა. ამომრჩევლისადმი მიმართვაში ის ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე, უმუშევრობაზე, უიმედობასა და კრიმინალზე საუბრობდა.

ვალერი გელაშვილი საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2012-2016 წლებში, მერვე მოწვევის პარლამენტში, ის „ქართული ოცნებიდან“ წარმოადგენდა ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს, 2020 წლის მარტში ამავე პარტიის სიით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, გახდა პარლამენტის წევრი და ამ თანამდებობას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იკავებდა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]