weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ყველა პოლიტიკოსის ბანერს მივაწერდი „წავიდეთ და ავიცრათ“ – გამყრელიძე

18:53 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

„ვინც კენჭს იყრიან საკრებულოებში და მერის თანამდებობაზე, უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. საკოორდინაციო საბჭოზეც მოვუწოდე პოლიტიკოსებს, ყველა შეხვედრაზე ატარონ ექიმები, ან თავად ისწავლონ ექიმებისგან მესიჯები და ყველა შეხვედრა აცრებზე გზავნილებით დაიწყონ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ურჩევდა პოლიტიკოსებს იმ ვითარებაში, როდესაც დღეს ათასობით საარჩევნო ბანერია განთავსებული და მათი რაოდენობის მესამედიც კი არ ეხება ვაქცინაციისკენ მოწოდებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებს აცრის პოპულარიზაციისკენ არაერთხელ მოუწოდა და ეს საკითხი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც დააყენა.

„დღეს, წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ ერთი თვის განმავლობაში, მთავარი სლოგანი შინაარსობრივად უნდა იყოს შემდეგი: უნდა ყველა ავიცრათ, რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების მთავარი გზა, ეკონომიკური განვითარების, ჩვენი თავისუფლების და დღეს აცრა არის ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში.

ჩემზე რომ იყოს დამოიკიდებული, ყველა იმ ადამიანის ბანერს, რომელიც დღეს გამოკრულია, მივაწერდი, რომ „ერთად წავიდეთ და ავიცრათ“. ამავე დროს, ყველა ბანერზე გამოსახულ ადამიანს ვთხოვდი, რომ თავისი აცრის სურათი ერთ-ერთ ბანერზე დადონ და ხალხს აჩვენონ, რომ დღეს, დიახ, ქვეყანაში ყველაზე მთავარი არის აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დრეის მდგომარეობით საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 15.3%-ია აცრილი, რაც 437 094 ადამიანია. გუშინ, 2 აგვისტოს ქვეყანაში 23 518 აცრა ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]