weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„მესამე ძალამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა

15:07 შაბათი, 04 სექტემბერი 2021

პოლიტიკური პლატფორმიდან „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე იქნება. დღეს ის მხარდამჭერებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წარუდგინა.

„მესამე ძალა“ ამომრჩეველს ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებას ჰპირდება.

„ქუთაისი უნდა გავხადოთ მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქების მართვა; როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს; როგორ უნდა განავითარო უბნებიც, ქალაქებიც, მოიზიდო ინვესტიციები და რაც მთავარია, წინ წაიყვანო ქვეყანა. ჩვენ ქუთაისში მართლაც ფანტასტიური გუნდი შევკარით, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ქუთაისში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის მერობის კანდიდატი – ანდრო ლოსაბერიძე გამოცდილი პროფესიონალია როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ისე ინფრასტრუქტურულ საკითხებში.

„რაც მთავარია, ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ქუთაისი. ანდრო ლოსაბერიძე წასული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამ არჩევნებში ჩართვისთვის დაუბრუნდა თავის ქალაქს და მზად არის იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო ლოსაბერიძის თქმით, მერად მისი არჩევის შემთხვევაში, გაგრძელდება ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, სამუშაო ადგილების შესაქმნელად აშენდება ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქი და „მსოფლიოში უნიკალური დრაივ მუზეუმი „მედეა“.

„ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება, რათა ქუთაისში ქუთაისელთა ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ და გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“, – აღნიშნა ანდრო ლოსაბერიძემ.

ლოსაბერიძე 2020 წლის ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობდა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი იყო. არჩევნებამდე მან პარტიას 20 ათასი ლარი შესწირა.

ქუთაისში ოპოზიციიდან ასევე კენჭს იყრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]