weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

საოკუპაციო რეჟიმმა 26 აგვისტოს დაკავებული ამერიკელი ტურისტი გაათავისუფლა

01:53 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021
cominf.org-ის ფოტო cominf.org-ის ფოტო

ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. ის უკვე გათავისუფლებულია და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქე 26 აგვისტოს, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს.

„6 სექტემბერს ჯექსონ პოლ კრამერს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად გაძევებული და გადაცემული იქნა ქართული მხარისთვის“, – აცხადებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.

საოკუპაციო რეჟიმი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს „აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობას, რომლებიც არა მხოლოდ უარს ამბობენ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ფაქტის აღიარებაზე, არამედ მიზანმიმართულად უმალავენ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან ტურისტული მიზნით, ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის არსებობის შესახებ“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჯექსონ პოლ კრამერი ამბობს, რომ კავკასიის რეგიონში, შავი ზღვის მიმართულებით ლაშქრობას აპირებდა და „საზღვარი“ ისე გადაკვეთა, მის შესახებ არაფერი იცოდა.

სუს-ი აცხადებს, რომ უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უწყების ცნობით, კრამერის გათავისუფლების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]