weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ამირან გამყრელიძის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინის კიდევ 400 000 დოზა შემოვიდა

16:22 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვირას საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებით 400 000 დოზა შემოვიდა.

ჯამში, ქვეყანაში „ფაიზერის“ მილიონ-ნახევარი დოზაა შემოსული, საიდანაც, ამირან გამყრელიძის თქმით, თავისუფალია 700 000 დოზა, ხოლო დანარჩენი უკვე გამოყენებულია ან დაჯავშნილია.

„700 000 დოზა ნიშნავს, დამატებით 350 000 ადამიანს. ძალიან გვინდა, რომ, ყველაზე ბოლოს, ოქტომბრის ბოლომდე ეს იქნეს ათვისებული მაქსიმალურად. თუ სექტემბერში გვექნება დაახლოებით 900 000, მილიონი აცრა და ოქტომბერშიც იგივე, ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შემოდგომაზე ვაქცინის დეფიციტი არ იქნება.

„ძალიან მოთხოვნადია „სინოფარმი“. ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს დამატებითი დოზები, მერე კიდევ უნდა შემოვიდეს, ანუ ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ აქ მთავარია, მოსახლეობის დამყოლობა“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართვლოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი, ხოლო სრულად (ორივე დოზით) – 489 194. სრულად აცრილთა რაოდენობა მოზრდილი მოსახლეობის 17.1%-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]