weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2021

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20:38 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021 hits 242

უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ე.წ. წვრთნების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამით უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა.

კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება მედიაზე ზეწოლას ემსახურება. მისივე თქმით, საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს, გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

„ბოლო რამოდენიმე დღეა, რაც გვაცნობეს, რომ უზენაეს სასამართლოში დაინიშნა კეზერაშვილის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეების გამოცხადების გარეშე. იმ მომენტიდან ვსაუბრობთ, რომ სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეა შალვა თადუმაძე და ის სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, გარდა იმისა, რა გადაწყვეტილებაც დღეს მიიღო.

სამი წლის მერე ამ საქმის ჩამოღება, მსჯელობა და განაჩენის შეცვლა, სადაც პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს და დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ მიიჩნიეს, არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ არის მისი დასჯა წინასაარჩევნოდ, თუნდაც ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო პოლიტიკოს გამო“, – განაცხადა ადვოკატმა.

დავით კეზერაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

სახელმწიფო ბრალდება კეზერაშვილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას 2014 წლიდან ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, 2008 წელს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან Girwood Business Corp.-სთან ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 060 000 ევრო გადაურიცხა. პროკურატურა აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]