weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, დამნაშავე გასამართლდება – ზარქუა ბრუკის მკვლელობაზე

10:17 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021
ფოტოზე - ირაკლი ზარქუა და რაფაელ მურსაკულოვი ფოტოზე - ირაკლი ზარქუა და რაფაელ მურსაკულოვი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება. ასე გამოეხმაურა ის გავრცელებულ ფოტოს, სადაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი მასთან ერთად არის აღბეჭდილი.

„არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას. არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს. დანაშაულის ჩამდენი არის დამნაშავე და ის საქართველოს კანონმდებლობით უნდა გასამართლდეს. მორჩა, ეს არის ჩემი პოზიცია. სულ რომ საკუთარი ძმაკაცი იყოს, ამას გეტყვით“, – განაცხადა ზარქუამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ აგებენ.

„თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ „ლიდერშიპში“ და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ. აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია. ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას“, – მიმართა ზარქუამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 

შანაი ბრუკი, რომელიც ბოლო ერთი წელი თბილისში ცხოვრობდა, 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს, მისი ცხედარი კი მეორე დღეს იპოვეს. 1988 წელს დაბადებული რაფაელ მურსაკულოვი ბრუკის მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ, გუშინ, 8 სექტემბერს დააკავეს. მას Facebook-ში სამუშაო ადგილად პარტია „ქართული ოცნება“ აქვს მითითებული. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, რაფაელ მურსაკულოვი მთაწმინდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო და პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადამდე, 23 აგვისტოს შეუწყდა. ამასთან, მას ირაკლი ზარქუასთან და სხვა პირებთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]