weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვანსა და ზესტაფონში ოპოზიციის ნაწილმა მერობის კანდიდატები წარადგინა

17:49 შაბათი, 11 სექტემბერი 2021

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ვანისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერობის შეთანხმებული კანდიდატები მხარდამჭერებს წარუდგინა. ვანში კენჭს ბადრი მებურიშვილი იყრის, ხოლო ზესტაფონში ბაქარ ხიჯაკაძე.

„ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ბადრი მებურიშვილი აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს რეფერენდუმი მოიგოს.

„მე ვანში დავიბადე და გავიზარდე. ასე რომ, მეტი არ შეიძლება ამერიკაში ყოფნა. დღეს, ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, უნდა დავდგეთ ერთად და ეს რეფერენდუმი მივიტანოთ ბოლომდე, იმიტომ, რომ გავიმარჯვოთ და ამ გამარჯვებას აუცილებლად ვაჩვენებ ვანს. მინდა ვანელებს ვუთხრა, რომ ჩემნაირი მერი ჯერ თქვენ არ გყოლიათ. ჩვენ ერთად აუცილებლად ავაშენებთ ამ რაიონს, მოვაშორებთ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან“, – მიმართა მხარდამჭერებს ბადრი მებურიშვილმა.

მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა: თორნიკე ერისთავი (სალომინაო, ფერეთა), ზაირა ნიჟარაძე (გორა, შუა გორა, ზედა გორა. ბადრი მებურიშვილის დედა), გიზო სულაბერიძე (შუამთა, მთისძირი), სევერიან ტყეშელაშვილი (ამაღლება, ბზვანი), გიორგი ძაგნიძე (მუქედი, ციხესულორი), ნატო დვალი (დიხაშხო, სულორი, ძულუხი). ოპოზიციას შორის შეთანხმებული კანდიდატები პარტია „ევროპული საქართველოდან“ არიან: ალექსანდრე ერისთავი (ქალაქი ვანი), კობა ძაგნიძე (ზედა ვანი, გადიდი, სახლხინო), გია ოჩხრიკიძე (მიქელეფონი, ტობანიერი, ყუმური), ნინო ვაშაყმაძე (უხუთი, საპრასია)

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, ბაქარ ხიჯაკაძემ მხარდამჭერების წინაშე გამოსვლის დროს ყურადღება „ქართული ოცნების“ კანდიდატებსა და მათ დაპირებებზე გაამახვილა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, 2 ოქტომბერს ზესტაფონი თავის ოლიგარქებს მიჰყიდოს.

„კანდიდატად წარმოდგენილი არიან მათი ოლიგარქები, „ფეროს“ წარმომადგნლები გიორგი კაპანაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ვასილ გველესიანი – ადამიანები, რომლებიც აპირებენ იყიდონ და თავიანთ კლანჭებში მოაქციონ ჩვენი რაიონი. ისინი მიზერული და არაადამიანური ხელფასით, 40 გრადუს სიცხეში, ადურებულ ლავასთან ამუშავებენ ადამიანებს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი ქალაქი გადათხარეს, რომლებიც მილიონობით დოლარის ბუნებრივ რესურსებს იღებენ ჩვენი რაიონიდან, ყიდიან და ისქელებენ ჯიბეებს, ხოლო ჩვენი მოსხალეობა უკიდურეს გაჭირვებასა და სიღატაკეშია.

ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა, სადაც მან ისაუბრა, რომ 2024 წლამდე გაზს შეიყვანს ყველა ოჯახში, გვექნება წყალმომარაგება და დააგებენ გზებს. 2012 წლის შემდეგ ეს დაპირებებია, 7 არჩევნებია ატყუებენ ხალხს“, – განაცხადა ხიჯაკაძემ.

მან ზესტაფონის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა: ოთარ მაღლაკელიძე (ქალაქი ზესტაფონი), მიხეილ ფოცხვერაშვილი (საყავრია-კირკის უბნის უბანი), ვალერიან ლაშხი (კვალითის დასახლება), მანუჩარ გეწაძე (პირველი სვირი), ირაკლი მუმლაძე (მეორე სვირი), ვაქტანგ ზალიქიანი (ბოსლევი, დილიკაური და ზედა საქარა), კონსტანტინე მახათაძე (ილემი, შროშა და ძირულა), გიორგი მუმლაძე (კლდეეთი, ტაბაკინი, ალავერდი და ფუთი), თედო ჩხიკვაძე (კვალითი და ცხრაწყარო), მამუკა მერკვილაძე (ქვედა საქარა და არგვეთა), ტარიელ ლოსაძე (როდინაული და ცხენთარო), გოჩა ლაღუნდარიძე (სანახშირე, შორაპანი, მარტოთუბანი და საღვინე), ლია ნებიერიძე (ზოვრეთი და ქვედა საზანო).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]