weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საპატრიარქო გადაიქცა ბიზნესკორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით – ნათელაშვილი

11:00 კვირა, 12 სექტემბერი 2021

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ბიზნესკორპორაციად გადაიქცა. როგორც ნათელაშვილი ამბობს, რიგი მეუფეებისთვის პირველ ადგილზე ბიზნესია.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვამბობ, თუ გნებავთ ამის გამო ჯოჯოხეთში მოვხვდე: საპატრიარქო გადაიქცა ბიზნესკორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით. ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მთელი რიგი მეუფეები, ხომ ხედავთ, რისი გამკეთებლები არიან და რა ძალადობის წამქეზებლები არიან, როგორ დაკარგეს კავშირი ღმერთთან, სიყვარულთან… სიყვარულია ღმერთი, პირველ რიგში. სად არის სიყვარული, ბიზნესმენი მეუფე რომ მივა სახლში და დაიანგარიშებს ბაზრიდან მიღებულ შემოსავალს, სად რჩება იქ ღმერთის ადგილი? აი, ამას მოჰყვა ყველაფერი, ლექსოს სიკვდილიც და ამას მოჰყვა სახელმწიფოს შესყიდვა ივანიშვილის მიერ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

მისივე თქმით, „ივანიშვილს რომ არ ჰქონოდა მხარდაჭერა საპატრიარქოდან, რომ არ ყოფილიყო შექმნილი ლეგენდები მის ქველმოქმედებაზე, რაც გველმოქმედება გამოდგა, ჩვენ გადავრჩებოდით ამ განსაცდელს“.

„საპატრიარქომ უნდა გააკეთოს თავისი საქმე და ეცადოს, იყოს შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის, პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ თავიანთი საქმე და მსხვილი ბიზნესმენები უნდა წაეთრნენ პოლიტიკიდან, მიხედონ ეკონომიკას ან ციხეში ჩაჯდნენ და მოიტანონ, რაც მოიპარეს. ასეთი სახელმწიფო გვინდა და ამას ავაშენებთ, აუცილებლად“, – თქვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერთში.

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ, ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]