weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სააკაშვილი თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში – ღარიბაშვილი

15:10 ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021

„სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი. ის აქ ვერ ჩამოვა. თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ ვერ აღუდგება ამ ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა. მან უცხოეთში მყოფ მოქალაქეებსაც მოუწოდა, ვისაც ამის საშუალება აქვს, მას მიბაძოს.

„ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდებათ ამ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურუად საფუძველს მოკლებული. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“, –თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი რამდენიმე საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ბოლო წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვა. დაბრუნების შესახებ განცხადება მან 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებამდეც გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]