weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საოკუპაციო ძალებმა კირბალთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

19:05 ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021
ფოტოზე - რისეთის საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული ბანერი ფოტოზე - რისეთის საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული ბანერი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს, 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ დათიაშვილი ერთ საათში გაათავისუფლეს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში“, – განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა.

მისივე თქმით, უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]