weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2021

„ნარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა“ – გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა

10:14 შაბათი, 18 სექტემბერი 2021 hits 221

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ავსტრიის ერთ-ერთი კერძო კლინიკაში ნარკოტიკების მოხმარებაზე ჩატარებული ტესტის პასუხი გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტმა გაიარა შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზის საშუალებით და შედეგები არ აჩვენებს ნარკოტიკების მოხმარების მტკიცებულებას.

გიორგი გახარიას განცხადებით, თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდე რამდენიმე დღე დარჩა.

„ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. #დებატებიდაიდოს“, – ნათქვამია გახარია Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პირველად ნარკოტესტი თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, კახა კალაძემ ჩაიტარა და კონკურენტებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

გიორგი გახარიამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში“ ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიუროში „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა.

„ქართული ოცნების“ წევრები მიანიშნებენ, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.  პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის „კონკაინშიკად“, ანუ კოკაინის მომხმარებლადაც კი მოიხსენია.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი. მარტივად არის აქ საქმე: მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს, რომ ეს პრობლემა არ აქვს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად - კახი კალაძე გამოვიდა სრულიად სხვა ინიციატივით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებისთვის. უცბად, ეს კაცი აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა. მერე რომ გავარკვიეთ, აღმოჩნდა, მას ჰქონია სერიოზული პრობლემა. ავსტრიაში არა იქ ჩააბარა [თმის ღერი]. რეალურად იმის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას და ერთი კვირაც ვერ მოითმინა“, – განაცხადა კობახიძემ 16 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]