weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია – კალაძე

11:19 ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021

არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატების დროს განაცხადა.

დებატებისას პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ კალაძეს მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა თანაგუნდელების ბრალდებებს მის მიმართ.

„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე, იზიარებ თუ არა ამ ბრალდებებს“, – მიმართა გახარიამ კალაძეს.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.

რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი გახარიამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში“ ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიუროში „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა. 17 სექტემბერს გახარიამ გამოაქვეყნა ავსტრიის ერთ-ერთი კერძო კლინიკაში ჩატარებული სისხლისა და შარდის ანალიზის პასუხი, რომელიც მიხედვითაც, ნარკოტიკების მოხმარება არ უდასტურდება. გიორგი გახარიას განცხადებით, თმის ნიმუშის კვლევის პასუხიც რამდენიმე დღეში იქნებოდა. 

„ქართული ოცნების“ წევრები მიანიშნებდნენ, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია „კონკაინშიკად“, ანუ კოკაინის მომხმარებლადაც კი მოიხსენია.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი. მარტივად არის აქ საქმე: მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს, რომ ეს პრობლემა არ აქვს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად - კახი კალაძე გამოვიდა სრულიად სხვა ინიციატივით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებისთვის. უცბად, ეს კაცი აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა. მერე რომ გავარკვიეთ, აღმოჩნდა, მას ჰქონია სერიოზული პრობლემა. ავსტრიაში არა იქ ჩააბარა [თმის ღერი]. რეალურად იმის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას და ერთი კვირაც ვერ მოითმინა“, – განაცხადა კობახიძემ 16 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]