weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრები ამომრჩევლებს პირადობებს ართმევენ – ენმ

14:22 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ეუბნებიან, რომ 3 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს დაუბრუნებენ.

როგორც ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი კანონდარღვევა დაფიქსირდა ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის და საჯვაროს ტერიტორიაზე და სოფლებში - დარჩელში, ჭკადუაშსა და განმუხურში.

„ბოლო ორი დღეა „ქართული ოცნების წევრების მხრიდან ხორციელდება პირადობის მოწმობის ჩამორთმევა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეეჭვებათ, რომ არიან გაერთიანებული ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.

ამ სქემაში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ წევრები: დავით დავითულიანი, რომელიც არის ამ სქემის მთავარი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის უფროსი, ტატო კიტია, რომელიც არის ზუგდიდში, კომბინატის პოლიციის უფროსი და რობერტ ჭეჟია, რომელიც არის ასევე შს სამინისტროს თანამშრომელი და მოვლენილია ზუგდიდში ამ საკითხებზე. ეს ადამიანები, „ქართული ოცნების“ წევრები, მიდიან ამომრჩეველთან, რომელიც ჰგონიათ, რომ არის ოპოზიციურად განწყობილი და მათ ეუბნებიან, რომ მისცენ პირადობის მოწმობები და მას არჩევნების მეორე დღეს დაუბრუნებენ“, – განაცხადა ანა წითლიძემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მოუწოდა, უკანონო ქმედებები შეწყვიტონ.

„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ირაკლი ლაგვილავამ ანა წითლიძის განცხადებას ფანტაზია უწოდა. ლაგვილავამ საკუთარი პარტიის ლიდერების მესიჯი გაიმეორა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს და 2 ოქტომბრის შემდეგ დესტაბილიზაციისთვის ემზადება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]