weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

10:45 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ფოტოზე - შს მინისტრი ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დღეს, 8:35 საათზე გამოაქვეყნა.

მას შემდეგ მან ღამის პერიოდში გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია და სულ მალე თბილისში იქნება. მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს ხვალ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, ხოლო 3 ოქტომბერს – თბილისის ცენტრში შეკრებისკენ.

„გავავსოთ რუსთაველი, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას, ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლო ერთი რამ მინდა - მიდით არჩევნებზე. ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, 2 ოქტომბერს აანონსებდა. 27 სექტემბერს მან Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს უნდა გამომგზავრებულიყო და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე ჩამოსულიყო.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებდნენ.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]