weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ოპოზიცია იგებს და როცა იგებ, წინასწარ პროტესტის დაანონსება არ არის საჭირო – ხაზარაძე

19:12 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებასთან დაკავშირებით, რიგითი მოწოდებაა და „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანი არჩევნების მშვიდად ჩატარებაა. ხაზარაძის თქმით, როდესაც არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს, პროტესტის წინასწარ დაანონსება არ არის საჭირო.

„ჩვენთვის, „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია ხვალ არჩევნების მშვიდად ჩატარება, ჩვენი ხმების დაცვა. თუ ჩვენ, ჩვენს ამომრჩეველს, ხვალ, ისევე როგორც შარშან, წაგვართვეს ხმები, არავის მოწოდება არ გვჭირდება, ჩვენ ვიქნებით ამ ხმების დამცველები ყველა კანონიერი მეთოდით - დემონსტრაცია იქნება ეს, პროტესტი, საერთაშორისო ზეწოლა თუ ა.შ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, უნდა დავიცვათ ჩვენი და ასევე, სხვა ამომრჩევლის ხმა. ეს არის ჩვენი გეგმა.

მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ისე ვიმუშავებთ საარჩევნო უბნებზე, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, გაყალბება არ იქნეს. ოპოზიცია იგებს და როცა იგებ, წინასწარ დაანონსება რაღაც პროტესტების არ არის საჭირო.

ახლა მთავარია ადამიანებს ვუთხრათ, რომ მოვიდნენ არჩვენებზე და გამარჯვება გავაფორმოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს.

„ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, არჩევნების შემდეგ მშვიდი გარემო და კანონის ფარგლებში ცხოვრება. შესაბამისად, „ლელო დღეს, ხვალ, ზეგ და სულ მოწოდებულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ სამშობლოშია. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვრები არ დაუტოვებია და საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]