weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს 1 ოქტომბერი, „ბიძინაობა“ მიულოცა

20:26 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პირველი ოქტომბერი, „ბიძინაობა“ მიულოცა.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და „ბიძინაობა“. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, პირველი ოქტომბერი. ცხრა წელი გავიდა პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა „ბიძინაობის“ მილოცვამდე თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]