weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისშიც მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო – კობახიძე

12:13 კვირა, 03 ოქტომბერი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიისთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში.

ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. კერძოდ, ცესკო-ს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში“, – განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალური საარცევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძეს 45.31% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას – 34.21%. ამ დროისთვის თბილისის საარჩევნო უბნების 57.87%-ის შედეგებია ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]