weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ – 40.3% აიღო, ენმ-მ – 27.97%, „საქართველოსთვის“ – 8.85%

16:03 კვირა, 03 ოქტომბერი 2021

თბილისში პროპორციული ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნებას მხარი ამომრჩეველთა 40.3%-მა დაუჭირა, რაც რაოდენობრივად 192 772 ხმაა. ქართული ოცნების შემდეგ ყველაზე მეტი, 133 822 ხმა (27.97%) ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზეა გახარია - საქართველოსთვის. ამ უკანასკნელს 42 333-მა ამომრჩეველმა (8.85%) მისცა ხმა.

დანარჩენი პარტიების შედეგები ასეთია:

  • „ლელო“ – 17 349 ხმა (3.63%)
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 15 787 ხმა (3.3%)
  • „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 12 305 ხმა (2.57%)
  • „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 11742 ხმა (2.45%)
  • „ელენე ხოშტარია - დროა“ – 10 265 ხმა (2.15%)
  • „გირჩი“ – 7752 ხმა (1.62 %)
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 6293 ხმა (1.32%)
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 7903 ხმა (1.65%)
  • „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 5631 ხმა (1.18%)
  • „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4822 ხმა (1.01%)

საკრებულო 50 წევრისგან შედგება, რომელთაგან 10 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]