weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

დავფიქრდები საკუთარ თავზე, რამე ხომ არ დავაკელი საარჩევნო პროცესს – წოწერია

16:31 კვირა, 03 ოქტომბერი 2021 hits 366

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ვერ შეძლო, აცხადებს, რომ დაფიქრდება, „რამდენად გააკეთა ყველაფერი და საარჩევნო პროცესს რამე ხომ არ დააკლო“.

„პირველ რიგში, მინდა საქართველოს მივულოცო დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. რაც მთავარია, ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა უმნიშვნელოვანესი შედეგი. ეს გახლავთ 48%, რაც ქვეყნის მშვიდი განვითარების გარანტიაა. რაც შეეხება ზუგდიდის შედეგებს, ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს. გვაქვს მეორე ტური. აქედან გამომდინარე, ალბათ, პირველ რიგში, დავფიქრდები საკუთარ თავზე, რამდენად გავაკეთე ყველაფერი და ხომ არ დავაკელი საარჩევნო პროცესს რამე“, – განაცხადა წოწერიამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა, არის ის, რომ ამომრჩეველთა ხმები სხვადასხვა პარტიებზე, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაზე გადანაწილდა.

„ჩვენი ელექტორატი გადანაწილდა სხვადასხვა პარტიებზე. ამან დააყენა ის შედეგი, რაც დადგა. თუმცა, მეორე ტურის მოგებაში დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერთვებით არჩევნების მეორე ტურის ბრძოლაში“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის ოლქში ხმების 100% დაითვალა. მამუკა წოწერიას 21 007 ხმა აქვს, რაც საერთო რაოდენობის 41.15%-ია. მისმა მთავარმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანზორ მელიამ 23 930 ხმა მიიღო, რაც 46.88%-ია.

იმის გამო, რომ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, ზუგდიდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას წოწერია და მელია მიიღებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]