weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით – ხერხეულიძე

19:00 კვირა, 03 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით აღფრთოვანებულია.

„სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით, თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ, იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზციის მაჩვენებელი“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სწორად მიაჩნია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა:

„ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან ეს თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს“.

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 64-დან 20 საარჩევნო ოლქში მერობის გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური იქნება თბილისში და კიდევ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცმებეით, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 215 303 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 44.97%-ია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 162 669 ხმა (33.98%) აქვს.

 

ამ თემაზე:

თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ – 40.3% აიღო, ენმ-მ – 27.97%, „საქართველოსთვის“ – 8.85%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]