weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ანალიზი გავაკეთეთ და რომ არა გახარიას ღალატი, შეიძლებოდა ყველგან I ტურში მოგვეგო – პრემიერი

00:18 ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021

„43% იყო მუდმივად სპეკულირების საგანი. ჩვენ არათუ 43%, არამედ 47% ავიღეთ, ანუ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გახარიას ღალატი დაგვიჯდა 7-8%. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოსვლა დაეხმარა „ნაცმოძრაობას“. შეიძლება ითქვას, რომ 7-8% მათაც დაემატათ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ფონზე 47%-ის აღება და 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში დამაჯერებელი გამარჯვება, სერიოზული მიღწევაა.

„ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა. ახლა 30%-ში, ანუ 1/3-ში დაინიშნა.

მთავარი, ოპოზიციისთვის გამანადგურებელი არგუმენტი რაც მაქვს: ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ღალატი დაახლოებით 7-8% დაგვიჯდა. რომ არ ყოფილიყო ეს დაბნეულობა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში და

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბევრი ჩვენი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პროექტი 2“ იყო და ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები ამ 20 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერ გავიდნენ.

ამის ანალიზი გავაკეთეთ უკვე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ ყოფილიყო ეს ღალატის ისტორია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლებოდა პირველივე ტურში ყველგან მოგვეგო და დაგვემთავრებინა ყველგან, როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ბავშვებიც კი გააკეთებენ პროგნოზს, რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურს „ნაციონალური მოძრაობა“ „გამანადგურებელი შედეგით“ წააგებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]