weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სააკაშვილი მხნედაა და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით რეჟიმის დასრულების ავანგარდში – დეკანოიძე

14:07 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

„სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება - ზუსტად ეს სიტყვების შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა“, – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის წერილს.

ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ კარგად არის.

„მისთვის საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია. მიშა ჩამოვიდა იმისთვის, რომ რეჟიმს ებრძოლოს. ახლა, სააკაშვილის გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე ოლიგარქის რომელიმე მსახური. ის მხნედაა და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით რეჟიმის დასრულების ავანგარდში“, – განაცხდა დეკანოიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არა სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ ისტორიის გადაწერა და ვარდების რევოლუციისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ღია წერილი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლის შემდეგ „რადიკალურად შეიცვალა და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ღარიბაშვილი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა.

„9 წლის მანძილზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა“, – წერს ღარიბაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]