weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ღარიბაშვილის თქმით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულებს ბინები გადაეცემათ

16:09 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ხელისუფლება დაეხმარება.

„აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლებაც გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამას გარდა, ფულადი კომპენსაციებიც იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მთავრობა გეგმავს სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის რეგულაციები „კიდევ უფრო მეტად“ გაამკაცროს.

„საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდ იქნეს დაშვებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სულ 10 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი შაბათს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 9 დაღუპული ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია: დედა, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი და მაზლი. გარდაცვლილთა შორის არის კიდევ ერთი ბავშვი და მისი დედა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა. დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 4-8 ოქტომბრის პერიოდში დაქირავებულმა პირებმა ბინის მესაკუთრესთან შეთანხმებით, სახელმწიფოსგან გაცემული ნებართვის გარეშე, სამშენებლო და საინჟინრო წესების სრული დარღვევით, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, სახლში მოშალეს არამზიდი და მზიდი კედლები, რასაც შედეგად მოჰყვა 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]