weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მომდევნო კვირაში საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა

10:30 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და მისი გუნდის წევრები ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევიან. პენტაგონის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ისინი ევროპაში მიემგზავრებიან და საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში გაჩერდებიან.

„მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე“, – აღნიშნავენ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩამოსვლა ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

„ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]