weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილზე

17:11 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის ხელისუფლება კი თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ტოვებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.

„ჩვენ გავარკვიეთ მისი პოზიცია, ვიცით ადვოკატების პოზიციაც. ახლა ვსაწვლობთ ამ საქმის იურიდიულ მხარეს და ვარჩევთ საუკეთესო ალგორითმს, რომელსაც ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ.

ამიტომ, როცა მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელი გზით წავალთ - ეს კი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია - გაცნობებთ“, – განაცხადა ონალინ კონფერენციაზე კულებამ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, თბილისში პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.

 

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში შეიძლება მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]