weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება

18:53 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021
ფოტო: Vakho Kareli / ფორმულა ფოტო: Vakho Kareli / ფორმულა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა აქცია შეაფასა როგორც „ქართული ეროვნული მოძრაობის დიდი გამოღვიძება, რომლის დამარცხება შეუძლებელია“.

„შეხედონ ახლა და ითვალონ ეს ხალხი, 100 ათასობით ადამიანია გამოსული საქართველოს დედაქალაქში და ეს ნიშნავს, რომ ახალი რეალობაა ქვეყანაში, ახალი პოლიტიკური მოცემულობა დაიბადა, ახალი საქართველო და ეს ხალხი არავითარ შემთხვევაში აღარ წავა სახლში დამარცხებული. ეს არის გამარჯვებისთვის გამოსული ხალხი.

თუ ხელისუფლებიდან ვინემ გადაწყვეტს, რომ იგნორირება მოახდინოს ამ ხალხს, მაშინ ეს ხალხი გააგებინებს, რომ ამ ქვეყანაში სუვერენი არის ქართველი ხალხი, რომელიც დაჩაგვრას აღარ მოითმენს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთრერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-14 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]